მეექვსე გაკვეთილი ინგოროყვას 6 ნომერში


სტატიის ავტორი: თამუნა მურღულია
   
სამშაბათის დილაც გათენდა. ადრე ავდექი და წავედი სკოლაში, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ რამე თავგადასავალი გადამხდებოდა თავს. სკოლაში გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდებოდა , მაგრამ ბოლო მეექვსე გაკვეთილი გაგვიცდა. მე და ჩემს მეგობარს სკოლის შემდეგ ინგლისური გვქონდა და ამიტომ დრო უნდა გაგვეყვანა. ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ ჩემი კლასელებიც:საბა, ნიკა, ვაკო და ირაკლი. საბამ სიცილით თქვა : „ეშმაკის სახლში“ წავიდეთ. ჩვენ არც დავფიქრებულვართ და ერთხმად გადავწყვიტეთ წავსულიყავით და გაგვერკვია თუ რა საიდუმლოს ინახავდა ეს სახლი.
   შეშინებებით, სიცილ-კისკისში, როგორც იქნა მივედით ინგოროყვას 6 ნომერში. „ მამაცი მეომრებივით“ არაფრის გვეშინოდა ,მაგრამ კარს რომ მივადექით, ერთმანმეთს ვიმეტებდით თუ ვინ შეიძლება შესულიყო პირველი. ხო ისიც უნდა ავღნიშნო,რომ კარი ჩაკეტილი იყო, მინა ჩამტვრეული და რკინებით ამოჭედილი. ობობის ქსელები და მტვერი ამშვენებდა შესასვლელ კარს, რამაც აღშფოთება გამოიწვია ჩემში ეს წარწერები იყო: „მე ღმერთი ვარ და შენ დაისჯები...” და უამრავი მსგავსი რამ. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვერაფერი შეგვაჩერებდა ისე გვინდოდა ამ სახლის დათვალიერება.
ნიკამ კარი გააღო, „ჯელტმენებმა“ რა თქმა უნდა პირველი მე გამატარეს და შევედით. კარის წინ კიბეები იყო ასასვლელი , ზევით როგორც კი ახვიდოდი უზარმაზარი ოთახები იშლებოდა. კიბის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ორი ოთახი იყო მაგათ შუა კი რკინის კარი. შიგნით ერთმანეთს ვაშინებდით, ირაკლიმ ჩვენი შემხედვარე დაგვტოვა და გარეთ გველოდებოდა( ტელეფონმა დამირეკა ბავშვებო და მაგიტომ გავედი), ირაკლიმ მიგვატოვა მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით კვლევას, უფრო და უფრო გვიზიდავდა იქაურობა.
    გავაგრძელოთ, როცა შევედით ცენტრალურ ოთახში ვნახეთ, რომ ქვევით ჩასასვლელი კიბე ჩანდა. ნიკამ თავისთავზე ითავა და გაგვიძღვა წინ, ძალიან გვეშინოდა მაგრამ რა გვაცინებდა ახლაც ვერ ვხვდები... ხო, ჩავედით ქვევით, მტვრის ბუღი იდგა. აგურების ნატეხები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. სადგაც კუთხეში მოვკარით თვალი მიშენებული კარადას, სადაც ვნახე ფაილში გახვეული ქაღალდები. ეგ მე რომ არ გამეხსნა, მემგონი ცხოვრების სიზმრად გადამექცეოდა თუ რა ეწერა შიგნით, ამიტომ გამოვიტანე გავშალე და ვკითხულობ (ბიჭები კი ყურადღებით მისმენდნენ და ფარანს მინათებენ, იმიტომ რომ ძალიან ბნელოდა ქვევით).
    -ინგოროყვას ქუჩის ნომერ 6ში მდებარე სახლის პატრონი ვინმე სერგია(მემგონი სწორად მახსოვს) სახელი არ იყო ნახსენები, აძლევს უფლებას პირებს და ჩამოთვლილი იყო მათი სახელები პირადობის ნომრები.. იქ ყველაფერი ეწერა საბუთები იყო მაგრამ ვაღიარებ, რომ ცოტათი მაინც ეშინოდა ჩემ გულს და ვერ გაუძლო ბოლომდე წაკითხვას... როგორც იყო ისევე ჩავდევი ფაილში და დავუბრუნეთ თავის ადგილს.
  უფრო ღრმად გვინდოდა შესვლა და ისევ ჩვენმა ნიკოლოზმა გადაწყვიტა წინ გაგვძღოლოდა ,მას კი მე მივყვებოდი, შემდეგ თოკა და ბოლოს ვაკო და საბა. შევედით ბნელ ოთახში სადაც ბუხარი იყო და დამწვარი აგურები, ძირს რაგაც ნივთებიც ეყარა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. შევათვალიერეთ იქაურობა. რამოდენიმე წამი გავჩერდით და ავედით ზევით. გამოვედით სახლიდან, ღიმილი სახეს სულ გვიმშვენებდა ... გარეთ გავედით და რაღაც მაინც არ გვაკმაყოფილებდა. გარედან შევხედეთ შენობას და ვნახეთ რომ სამ სართულიანი იყო მეორე მხრიდან კი თითქოს ორ სართულიანი. ბევრი ვიყოყმანეთ და ისევ გადავწყვიტეთ შესვლა, შევედით კიდეც. კარგად დავათვალიერეთ ზედა მხარე და მივაგენით კიბეს. თვალი რომ ავაყოლეთ ვნახეთ რომ სწორედ ამ კიბეს მესამე სართულზე ავყავდით. ამ კიბის საფეხურები ექვსი ნაწილისაგან იყო გაკეთებული. რაც საბამ შეამჩნია და ჩვენც აღფრთოვანებულები დავეთანხმეთ...
ბიჭები ავიდნენ მაღლა და ამ დროს:
-მოდის ბიჭო ვიღაც ქალი!
-კაი რა იკა J
-ვაიმე თამო, მართლა მოდის.
სიმართლე გითხრათ ახლაც კი ვერ ვხვდები ამხელა კიბე წამებში როგორ ჩავირბინეთ, მაგრამ იმას ვიაზრებდით, რომ თორნიკე და ნიკა მაღლა დარჩნენ და ამ ქალთან რაც შეიძლებოდა დიდხანს უნდა გველაპარაკა.
-რატო მოდიხართ აქ? რამდენი თქვენნაირები არიან, წადით წიგნი წაიკითხეთ. ეს კომპიუტერი სრულიად გამოაშტერებს ამ ბავშვებს.
-კარგით რა ქალბატონო, რა გაყვირებთ?!
-რატო მოდიხართ აქ? არ არის ეს ეშმაკის სახლი რით ვერ შეიგნეთ. ეს სახლი მილიონებათაა შეფასებული და კიდევაც გაიყიდა.
- ჩვენც მაგიტომ მოვედით,რომ დავაჯეროთ ის ხალხი, რომელსაც კითხვები აქვთ ამ სახლთან დაკავშირებით,რომ ჩვეულებრივი სახლია და არაფრით განსხვავდება სხვისაგან.
-ბიჭო მალე ჩამოოო!
-მალე თოკო! (სიცილით)
   ბიჭები როგორც იქნა გამოვიდნენ, ქალი აგრძელებდა ჩხუბს, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებდა ყველაფერი გავარკვიეთ და სიცილ-ხარხარში დავტოვეთ იქაურობა.
   მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ სახლის დასათვალიერებლად მოვდიოდით ხუთი კაცი თუმცა მეექვსე შემთხვევით წამოგვყვა. წამოვედით მეექვსე გაკვეთილიდან. სახლს რაც შეეხება შედგებოდა ექვსი ოთახისგან, ექვსი ფანჯრისგან და შესაბამისად ექვსი კარი ჰქონდა. და როგორც ზევით ავღნიშნე კიბესაც ექვსი საფეხურო ამშვენებდა. შეიძლება სისულელედ მივიჩნიოთ ,მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სწორედ ექვსია.
   შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ბავშვები არიან და სისულელეს წერენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გადავწყვიტე გამეზიარა თქვენთვის. ახლაც კი ვფიქრობ თუ როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი და პასუხი ჯერაც კი ვერ მიპოვნია. თუ რატო წავედი ამხელა რისკზე, რა შეიძლება მოყოლოდა ამას, იქნებ იმ ქალს რამე დაეშავებინა ჩვენთვის.. მაგრამ ყველაფერი დამთავრდა და დავასკვენი,რომ ამ სახლს „ეშმაკის სახლი“ კი არა „რიცხვების სახლი“ შეიძლება ვუწოდოთ.
                             

6 комментариев:

  1. სურათებიც გადაგეღოთ, ბავშვებო. უფრო საინტერესო იქნებოდა. ყოჩაღ თქვენ. :)

    ОтветитьУдалить
  2. ყოჩაღ თქვენ! :)
    ისე,იმ წერილში,ნეტა რა ეწერა??? :)

    ОтветитьУдалить
  3. ეკა გითხრა სასწაული? სურათებიც გადაიღეს , ვიდეოც, მოსწავლემ ტელეფონი შეართა კომპიუტერთან და ში არაფერი დახვდა

    ОтветитьУдалить
  4. საკამოდ მისტიური და იდუმალებით მოცული ადგილია როგორც ჩანს

    ОтветитьУдалить
  5. rogor minda am saxlis naxva dzalian mainteresebs

    ОтветитьУдалить
  6. გეშინოდეთ ამ სახლის ისტორიის ძიებისას. იმაზე მეტი ვიცი რაც თქვენ.

    ОтветитьУдалить