XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა აიშენა ის სახლი , რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) № 6-ში მდებარეობს,ერთ ერთ ფანჯარზე თუ დააკვირდებით , სავარაუდოდ ეშამკია გამოსახული, სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია.გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი – ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი – სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული.
გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.იმასაც კი ამბობენ, რომ თბილისში 10 სახლია, რომელშიც მსგავსი ბუხარი და გვირაბია. სახლები კი პენტაგრამას ქმნის, რომლის შეერთების ადგილიც დიდი სარიტუალო დარბაზია – რა თქმა უნდა – მიწის ქვეშ. შემზარავია, არა? ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.
მივყვეთ რეალურ ფაქტებს , ვინ ააშენა ეს სახლი?!
სახლი აუშენებია საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორს – ალექსანდრე შიმკევიჩს 1888 წელს . ასევე მის მიერაა აშენებული თბილისში ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის,
ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო პატარა სახლი. შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა......
ძალიან საინტერესო სტატიააა, არც ვიცოდი ასეთი სახლები თუ არსებობდა თბილისში. ქართული სერიალი გამახსენდა "სახლი ძველ უბანში"
ОтветитьУдалитьმადლობ ასეთი შემეცნებითი ექსკურსისათვის :*
მართლაცდა საინტერესოა
ОтветитьУдалить